თუშეთში, ბუნებაში დაბანაკება და ღამისთევა ფასიანი გახდება
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ინფორმაციით, თუშეთში, ბუნებაში დაბანაკება და ღამისთევა ფასიანი გახდება.
,,ომალოს, მირგველას, შენაქოს, დიკლოს, დართლოს, გირევისა და თუშეთის სხვა ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის ღამისთევა და დაბანაკება ფასიანი გახდება.
ღამისსათევებში დაგხვდებათ:
სპეციალურად მოწყობილი საპირფარეშოები
ცეცხლის დასანთები უსაფრთხო ადგილები
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ როგორც ადგილზე ასევე თუშეთის დაცული ლანდშაფტის აპლიკაციიდან წინასწარ დაჯავშნონ სასურველი ადგილი და გაეცნონ პირობებს.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ღამისთევის ღირებულება სავარაუდოდ მეტი იქნება საოჯახო სასტუმროში ღამისთევის ფასთან შედარებით.
აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, ბუნებრივ ლანდშაფტზე ზეწოლის შემცირებას და ტურიზმის მდგრად მართვას”.

