სად აშენდება კახეთში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონები
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონების მშენებლობის ტენდერები გამოაცხადა.
პროექტის თანახმად, სტადიონები ხელოვნურ საფარიანი იქნება და მათი მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.
კახეთის რეგიონში გამოცხადებული ტენდერები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს:
გურჯაანი, წნორი – 10.3 მლნ ₾;
ყვარელი, თელავი, ახმეტა – 15.5 მლნ ₾.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა რიგი კონკურსები, რომლებიც ითვალისწინებს სტადიონების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. მათი ღირებულება 1.1–1.5 მილიონ ლარს შორისაა, ხოლო შესრულების ვადა – 8 თვე.
კონკურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
თელავი – არსებული სტადიონის დემონტაჟი და უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია;

