ახალი ამბები

საქართველოში 366 184 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება აქვს – “კრედიტინფო”

საქართველოში 366 184 ფიზიკური პირი სესხის დროულად მომსახურებას ვერ ახერხებს. მათ შორის 97 105 პირს დავალიანება კომერციული ბანკების, 296 068 პირს კი სხვა საფინანსო ინსტიტუტების (მისო, სესხის გამცემი სუბიექტი…) აქვს.

“კრედიტინფო” საქართველოს ივლისის მონაცემებით, სულ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 2.77 მილიარდი ლარის სესხებს ეხება.

ივლისში 15 170 პირზე პირველად გაკეთდა სიაში ნეგატიური ჩანაწერი. 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული კონტრაქტები ჯამური ღირებულება კი ივლისის მონაცემებით 125 მლნ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოსთვის საფინანსო სექტორს ჯამურად 1 958 842 მსესხებელი ჰყავდა. აქტიური კონტრაქტების ჯამური საკრედიტო ვალდებულება კი 69.83 მლრდ ლარია, მათ შორის ბანკების აქტიური კონტრაქტები 65.3 მლრდ ლარს შეადგენდა.