7 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2 933 სამართალდარღვევა გამოვლინდა
2025 წლის პირველ 7 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2 933 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს 4 მსხვილ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახდენენ.
ჩატარებული მოქმედებების შედეგად, 2025 წლის პირველ 7 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2 933 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
კონტროლი ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

