14 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.

