სურსათის ეროვნული სააგენტო – „საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა”
„საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა,” – ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს” სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში რიგ ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგების ნაკლებობა შეინიშნება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზი შესაძლოა, იყოს ფრინველის გრიპი.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში, ყოველწლიურად ახორციელებს ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება. ამავდროულად, სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან სააგენტოს არცერთი შეტყობინება არ მიუღია, რაიმე სახის დაავადების გავრცელების შესახებ”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

