ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ეროგრა ერექციის დისფუნქციის წინააღმდეგ?

ეროგრა გარსით დაფარული ტაბლეტებია, რომლებიც აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს შეიცავს.

ის ფოსფოდიესტერაზა 5-ის (PDE5) ინჰიბიტორია და მამაკაცების სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაუმჯობესების გზით სქესობრივი აქტის დროს ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ეროგრას მოქმედების მექანიზმი

სქესობრივი აქტის დროს ერექციის დისფუნქციაში მთავარი როლი სხეულში წარმოებულ ფერმენტს, ფოსფოდიესტერაზა 5-ს (PDE5) მიუძღვის. ის ციკლურ გუანოზინმონოფოსფატს (cGMP) არღვევს, მოლეკულას, რომელიც გლუვი კუნთების უჯრედების მოდუნებას უწყობს ხელს და სისხლძარღვებს აფართოებს.

როდესაც ფოსფოდიესტერაზა 5 ციკლურ გუანოზინმონოფოსფატს არღვევს, სხეულის გარკვეულ ადგილებში, მათ შორის სასქესო ორგანოში, სისხლის ნაკადი მცირდება. სწორედ ამ დროს არის საჭირო ეროგრას დახმარება. პრეპარატში შემავალი სილდენაფილი აღნიშნულ ფერმენტს ბლოკავს, რითაც ხელს უშლის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დეგრადაციას და სისხლში მისი მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შედეგად, სილდენაფილი სისხლძარღვების გლუვი კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს. სისხლძარღვების გაფართოება კი საშუალებას იძლევა, სექსუალური აღგზნების დროს სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადი გაიზარდოს და გაძლიერდეს, რაც ერექციას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ სილდენაფილი მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაშია ეფექტიანი.

 

პრეპარატის ეფექტიანობის ხანგრძლივობა

ეროგრას გამოყენების შემდეგ, სილდენაფილი მოქმედებას 30-დან 60 წუთამდე პერიოდში იწყებს. ამიტომ მისი მიღება სქესობრივ აქტამდე ერთი საათით ადრეა რეკომენდებული.ც შეეხება პრეპარატის ეფექტიანობას, მან შეიძლება

რა 4-დან 6 საათამდე გატანოს. ეს საკმარისი დროა სრულყოფილი სექსუალური აქტის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის მაქსიმალური ეფექტი, როგორც წესი, პირველი 1-2 საათის განმავლობაში მიიღწევა.

ეროგრას ეფექტიანობის ხანგრძლივობა არ ნიშნავს იმას, რომ ის უწყვეტ ერექციას იწვევს. პრეპარატი აღნიშნულ დროით მონაკვეთში სექსუალურ სტიმულებზე ნორმალურ ერექციულ პასუხებს წარმოქმნის.

ეროგრას ეფექტიანობის ხანგრძლივობა შესაძლოა, რიგი მიზეზების გამო შეიცვალოს. მაგალითად, ზოგჯერ ცხიმიანი საკვების მიღება სილდენაფილის შეწოვას აფერხებს, რაც ნიშნავს, რომ მას მოქმედების დასაწყებად მეტი დრო დასჭირდება.

ფაქტორებს შორებს, რომლებიც გავლენას ახდენს პრეპარატის ეფექტიანობის ხანგრძლივობაზე, შეიძლება იყოს ასაკი. ზოგჯერ ასაკოვან მამაკაცებში სილდენაფილის მოქმედება უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება, რაც, ძირითადად, შენელებული მეტაბოლიზმით არის ხოლმე გამოწვეული.

გარდა ამისა, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა სილდენაფილის შენელებული კლირენსი გამოიწვიოს, რის შედეგადაც, პრეპარატის ეფექტიანობის პერიოდი ხანგრძლივდება.

ასევე წამლებმა, რომლებიც სილდენაფილის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელ ფერმენტებს ბლოკავენ (მაგ. CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი), შესაძლოა პრეპარატის მოქმედება გაახანგრძლივოს, სისხლში მისი უფრო დიდხანს შენარჩუნებით.

 

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია

სილდენაფილი მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად აბსორბირდება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია კი 30-დან 120 წუთამდე პერიოდში მიიღწევა.

სილდენაფილი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. მის დაშლაში კი ღვიძლის ორი ძირითადი ფერმენტი – CYP3A4 და CYP2C9 – მონაწილეობს.

პერორალური მიღების შემდეგ, სილდენაფილი გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად, რომელსაც N-დესმეთილ-მეტაბოლიტი ეწოდება. მას სილდენაფილის მსგავსი თვისებები აქვს, მაგრამ დაახლოებით 50% მონაწილეობს ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბირებაში.

სილდენაფილის ნაწილი სისტემურ მიმოქცევაში შესვლამდე მეტაბოლიზდება. ეს ნიშნავს, რომ მიღებული დოზა სრულად არ აღწევს სისხლის ნაკადში. კერძოდ კი, ბიოშეღწევადობა 40%-ია.

ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4 საათს შეადგენს, ეს დრო სჭირდება ორგანიზმს სისხლში მისი კონცენტრაციის გასანახევრებლად. აღნიშნული პერიოდი განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს წამალი ეფექტიანობას. დაახლოებით 24 საათის შემდეგ, პრეპარატის უმეტესი ნაწილი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა.

სილდენაფილი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა განავლით (80%), უფრო მცირე რაოდენობით (13%) კი – შარდით. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ორგანიზმს ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ტოვებს, მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის თირკმელებში.

(R)