ახალი ამბები

ISFED-ის სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

ISFED-ის სარჩელი მოსამართლე ნინო ჩინჩალაძემ, არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საქმე ეხება ცესკოს ახალ დებულებას, რომლის თანახმადაც დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პირადობის დოკუმენტის შემოწმება აეკრძალებათ.

მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანებმა პროცესზე არაერთი მტკიცებულება და არგუმენტი წარდგინეს, რომელიც ცხადყოფს, რომ აღნიშნული ცვლილება საარჩევეო პროცესს დააზიანებს, მოსამართლემ ეს მაინც არ გაითვალისწინა.

“ე.წ. კარუსელების შემთხვევების დაკანონებასთან გვაქვს საქმე. ძალიან რთულია ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ეს ცვლილებები იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის სრულიად წართმეულია უფლება, რომ გადავამოწმოთ ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ეს, ერთიანობაში, ნეგატიურად აისახება საარცევნო პროცესებისადმი ნდობის საკითხში,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ცესკო-ს წარმომადგენლის გიორგი სანტურიანის განმარტებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე, იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე “მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა.”

“საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა, როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა. ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სადავო დადგენილება კანონის საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მოყვანილი იყო ყველა ის შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტი ემყარებოდა”, – განაცხადა გიორგი სანტურიანი.

შეგხსენებთ, რომ ISFED-მა და „ძლიერმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო. ცვლილებების მიხედვით, იზღუდება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა, რადგან დადგენილებაში წერია, რომ დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისა და გადამოწმების უფლება აღარ ექნებათ. მათ აღარ შეეძლებათ გამოავლინონ ე.წ. კარუსელში მონაწილე პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ხმის მიცემას შეეცდებიან.