სიღნაღის ციხე-გალავანი – ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია.
სიღნაღის ციხე-გალავნის კედლებს 40 ჰა ფართობი უჭირავს, სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. ყველა თავის სახელს ატარებდა სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი, ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.
მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთლი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნების დაცვა მათ ევალებოდათ. ციხის კედლები ორ იარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ. ამ კედლების სისქეთა განსხვავება შიგნიდან ქნმის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.
ისტორიკოსთა ნაწილი ციხის აგებას ერეკლე II-ს მიაწერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ აღადგინა სიმაგრე.
ვახუშტი ბაგრატიონი წერს:
მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. მემატიანე ომან ხერხეულიძესთან კი ვკითხულობთ:
„მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა“. ერეკლე II-მ სიღნაღის ციხე-გალავანს მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. გალავანი უსწორმასწორო გეგმარებისაა, რადგან მთაგორიან რელიეფთანაა მორგებული. მის მთელ პერიმეტრზე 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი ყოფილა განლაგებული. ყველა კოშკს თავისი სახელი ჰქონდა, იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა აქ აფარებდა თავს და მათვე ევალებოდათ კოშკებისა და გალავნის დაცვა. მრგვალი კოშკები ქუნგურებით გვირგვინდება. ერთ-ერთ კოშკში წმ. სტეფანეს ეკლესიაა ჩაშენებული. ციხეს ექვსი შესასვლელი ჰქონია, რომლებიც დიდი, მძლავრი თაღებითაა გამოყვანილი. კედლები ორ იარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ზედა იარუსისა კი – 70-80 სმ-ს შეადგენს. ამ კედლების სისქეებს შორის განსხვავება საბრძოლო ბილიკს ქმნის. ციხე-გალავანი ძირითადად რიყის, დიდი ზომის ქვითაა ნაშენი, ალაგ-ალაგ ჩართულია აგურის წყობა”.

