ახალი ამბები

საარსებო შემწეობას 685 942 ადამიანი იღებს

2024 წლის ნოემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6.4%-ით გაიზარდა და 685 942 ადამიანი შეადგინა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, აქედან 457 574 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 368 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში შემწეობას 644 676 პირი იღებდა. აქედან 439 792 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობას იღებდა, ხოლო 204 884 კი დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული.

ცნობისთვის, საქართველოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს.