დღეს, თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი
დღეს, უწყვეტი პროტესტის მე-16-ე დღეს, თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც აქცია-მსვლელობებს აანონსებენ.
ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
11:00 საათი – რესპუბლიკის მოედანი – IT/TECH კომუნის მარში
12:00 საათი – სტარტაპერების შეკრება GITA-სთან
13:00 საათი – რესპუბლიკის მოედანი – ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მარში;
13:00 საათი – რესპუბლიკის მოედანი – HR პროფესიონალები და ტრენერები;
13:00 საათი – განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი – სტუდენტების აქცია;
14:00 საათი – არქივის შენობა – გაფიცული ხელოვანების მსვლელობა EU-ს ქვეყნების საელჩოებისკენ;
14:00 საათი – ვაკის პარკი – დიზაინერები საქართველოსთვის;
14:00 საათი – მუსიკის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი;
14:00 საათი – თბილისის მერია – “კოალიცია ცვლილებისთვის” საპროტესტო აქცია;
14:30 საათი – ვაკის პარკი – PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
17:00 საათი – უზენაესი სასამართლო – ადვოკატების, იურისტების, იურიდიული ფირმების ასოციაციების პროტესტი;
17:00 საათი – ეკონომიკის სამინისტრო – ღვინის კომუნის პროტესტი;
17:00 საათი – თსსუ-ს ეზო – სამედიცინო საზოგადოება [ექიმები, სტუდენტები, ლექტორები]
18:00 საათი – მარჯანიშვილის მეტრო – ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
19:00 საათი – მარჯანიშვილის მოედანი – ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების მსვლელობა პარლამენტისკენ;
20:00 საათი – რესპუბლიკის მოედანი -ფსიქოლოგების მარში;
19:00 საათზე, აქცია პარლამენტთან