ონლაინ მედიები საერთო განცხადებას ავრცელებენ
საქართველოში მოქმედი ონლაინ მედიები საერთო განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიები სასტიკად გმობენ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას.
,,ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას.
ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებზე.
ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი გამოიყენეს ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც კვალიფიცირდება წამებად.
თავდასხმები უმთავრესად ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა არაფორმალური მარბიელი ჯგუფების მიერ ჟურნალისტზე ძალადობას პოლიცია თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს. ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად, დიდწილად დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის ფასად.
მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი მედიები (სია განახლებადია):
აპრილი • Aprili
On.ge
პუბლიკა • Publika
Chai Khana
Entrepreneur Georgia
Tabula – ტაბულა
კახეთის ხმა / knews.ge
სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge
რადიო “მარნეული” / “Marneuli” radiosu
News Agency ExpressNews – ექსპრესნიუსი
მაუწყებელი • Mautskebeli
64
OC Media
IML • Investigative Media Lab
აი, ფაქტი • ifact.ge