სამოქალაქო აქტივისტები დღეს, თელავსა და გურჯაანში აქციას გამართავენ
თელავსა და გურჯაანში დღეს აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 14:00 საათზე თელავის თეატრთან შეიკრიბებიან და გურჯაანში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, 17:00 საათზე კი აქციას თელავის მერიის წინ გამართავენ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები თელავში აქციას ყოველდღე მართავენ. ისინი თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან და აცხადებენ, რომ საქართველო არის ევროპა და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს. ისინი ასევე აქციაზე მოქალაქეების და ჟურნალისტების ცემას, უკანონო დაკავებებს აპროტესტებენ.
აქციაა დაგეგმილი დღეს, ლაგიდეხშიც.