დღეს, “რესპუბლიკის მოედანზე” მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
დღეს, “რესპუბლიკის მოედანზე” მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ბოლო 10 დღის განმავლობაში, პროევროპული აქციების გაშუქებისას რეპრესიული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.
გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს პირდაპირი ჩართვის დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს.
“ტვ პირველის” მფლობელმა, ვატო წერეთელმა $25 000 დააწესა ჯილდო მათთვის, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მიაწვდის