საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა.
როგორც მაისურაძე X-ზე წერს,რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული.
,,ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში დგომა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესების დაცვა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან ერთად. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული”, – წერს მაისურაძე.
თეა მაისურაძე თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის მეუღლეა.

