ახალი ამბები

ლობიანები მელაანიდან – ვინმეს ილუზია აქვს რომ დავმარცხდებით? ნურას უკაცრავად!

მელაანში მცხოვრებმა თეო თაბორიძემ აქციის მონაწილეებისთვის საკვები გააამზადა.

იგი, Knews – სთან აცხადებს, რომ ყველამ შეძლებისდაგვარად, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მიმდინარე პროცესებში.

,,გემრილეობები გავამზადეთ. ამ ლობიანებს გემრიელი ყველიანი და ხორციანი ბლინებიც მიყვა. საკვების ჩასაწყობად ყუთები მჭირდებოდა და უბანში გავედი. ნახევარფაბრიკატების მაღაზიაში ვიკითხე ხო არ ყიდიდნენ. ყიდვით არა, მაგრამ გაჩუქებთო, მითხრეს. რომ გაიგეს რისთვის მინდოდა დაუფიქრებლად მითხრეს, ჩვენ ბლინებს გაგატანთ, სახლში შეწვით და გააგზავნეთო. ხოდა, რანაირად აქვს ვინმეს ილუზია რომ დავმარცხდებით? ნურას უკაცრავად!”.