საპროტესტო მარში სიღნაღიდან დედოფლისწყარომდე – ეს ქვეყანა ჩვენია!
როგორც ,,ცოდნის კაფე” სოციალურ ქსელში აანონსებს, დღეს, 3 დეკემბერს, გაიმართება საპროტესტო მარში სიღნაღიდან დედოფლისწყარომდე.
,,ქიზიყელებო, დროა ჩვენი ხმაც შევუერთოთ ბრძოლას, მომავლის და თავისუფლების დასაცავად! შემოუერთდი საპროტესტო მარშს სიღნაღიდან დედოფლისწყარომდე. მარშს 15:00 საათზე, სიღნაღის მერიიდან დავიწყებთ და გავაგრძელებთ დედოფლისწყაროში 17:00 საათისთვის. ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება და ჩვენს მომავალ თაობებზე ძალადობა არაკონსტიტუციურია! ეს ქვეყანა ჩვენია! ქიზიყელები არასდროს ეგუებოდნენ გარუსებას, არც ჩვენ შევეგუებით ისტორიული არჩევანის ღალატს!” – წერს ,,ცოდნის კაფე” სოციალურ ქსელში.
საპროტესტო მარში 15:00 საათზე, სიღნაღის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

