ახალი ამბები

თელავის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი, რომელიც 44 მილიონ 410 ათასი ლარით განისაზღვრება, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განსახორციელებლად 4 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია განსაზღვრული, სკოლამდელი განათლების დაფინანსება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ერთი მილიონი ლარით იზრდება და 9 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტის მიხედვით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობას 6 მილიონ 880 ათასი ლარი მოხმარდება.