სოციალური კამპანია – ვინ გახდებით კახეთის თავშესაფრებში მცხოვრები მოხუცების სანტები?
ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა წლებია ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნავს. ნიკა გოგოლაძე ნოემბრიდან აგროვებს მათ საახალწლო სურვილებს და მის ასრულებაში საზოგადოების მხარდაჭერას სოციალური ქსელით მეშვეობით ითხოვს.
ნიკა გოგოლაძე ამბობს, რომ გასულ წელს მეგობრებთან ერთად 300 – მდე ბავშვის გახარება შეძლო.
,,ბევრი წლებია რაც მსგავს აქტივობას ვახორცილებ მეგობრებთან ერთად. სურვილებს ვუსრულებთ ბავშვებსა და მოხუცებს. ასაკიან ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფარში, მესამე წელია ვუსრულებთ სურვილებს. მივდივარ თავშესაფარში და ვეკითხები რა სურთ. რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას, ყოველთვის მაღალია რადგან გამორჩეულად სენსიტიური აღმოჩნდა. მოხუცების სურვილები ძირითად შემთხვევაში იყო თბილი ტანსაცმელი და ტკბილეული”.
ნიკას თქმით, საჩუქრებს მოხუცებს ახალი წლის წინა პერიოდში გადასცემენ თოვლის პაპის დახმარებით.
,,ახალი წლის გარდა, თავშესაფარში მივდივარ თვეში ერთხელ ან ორჯერ, ვმღერით და ვცეკვავთ. ვუნაზღაურებთ დანაკარგს და ვჩუქნით სითბოსა და სიყვარულს. სანამ შევძლებ, არ დავივიწყებ და ყოველთვის ავასრულებთ მათ სურვილებს. ამჟამად, წნორის თავშესაფრიდან 14 მოხუცის სურვილებს ვასრულებთ. ველოდები მეორე თავშესაფრიდან სხვების სურვილებს, რათა ისინიც გავაბედნიეროთ”.