2023 წელს ბაზრიდან 29 435 საწარმო გავიდა
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში ბაზრიდან სულ 29 435 საწარმო გავიდა.
მათ შორის, ყველაზე მეტმა 12 069 საწარმომ საქმიანობა შეწყვიტა საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი, 2023 წელს საწარმოთა გარდაცვალების სტატისტიკა, საქმიანობის სახეების მიხედვით, ასეთია:
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 12 069 საწარმო
დამამუშავებელი მრეწველობა – 2625 საწარმო
მშენებლობა – 2567 საწარმო
ტრანსპორტირება და დასაწყობება – 2469 საწარმო
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 2125 საწარმო
საქმიანობა უცნობია – 1619 საწარმო
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1056 საწარმო
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 919 საწარმო
სხვა სახის მომსახურება – 907 საწარმო
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 647 საწარმო
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 576 საწარმო
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 471 საწარმო
განათლება – 407 საწარმო
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 286 საწარმო
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 278 საწარმო
ხელოვნება, გართობა და დასვენება – 234 საწარმო
სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 129 საწარმო
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 28 საწარმო
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 23 საწარმო