ახალი ამბები

კახეთში, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე ნალექიანი ამინდი იქნება

22 და 23 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.