ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

“იმიტომ, რომ შენ არჩევნებზე არ წახვედი” — ახალი ქართული Tik Tok ტრენდი

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, ამომრჩევლებს და განსკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებენ მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი ტრენდი, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმიტომ, რომ შენ არჩევნებზე არ წახვედი- ბოლო ორი კვირაა სოციალურ ქსელ Tik Tok-ში ახალი, სახალისო ტრენდი გამოჩნდა. ცნობილი ქართველი ინფლუენსერები და სხვა ტიკტოკ მომხმარებლები სხვადასხვა თემაზე ვიდეოებს აქვეყნებენ, რომელშიც აჩვენებენ რა მოხდება, თუ შენ არჩევნებზე არ წახვალ. ისინი გამოქვეყნებულ ვიდეოებში ამბობენ, რომ არჩევნებზე წაუსვლელობის შემთხვევაში ქვეყანა რუსეთისკენ სვლას გააგრძელებს.

@elenetarkhnishvili 🇪🇺🇬🇪 #წადიარჩევნებზე #არარუსულკანონს #fyp ♬ original sound – Dancernini

ინფლუენსერებმა ვიდეოების დადება ჰეშტეგით “წადი არჩევნებზე” დაიწყეს. ტრენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში, ლექტორებიდან დაწყებული, მუსიკოსებით დამთავრებული.

@manchonozadze #წადიარჩევნებზე ♬ original sound – Bryan

მსგავსი შინაარსის ვიდეოების გამოქვეყნებით, მოქალაქეები ცდილობენ აჩვენონ ყველას, რომ მის სფეროსთან ახლო კონტექსტში, რა მოხდება თუ არჩევნებზე წასვლა დაგეზარებათ, ან უბრალოდ არ წახვალთ, იმიტომ რომ აპოლიტიკური ხართ ან არჩევნების მიმართ ნდობა არ გაქთ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები სწორედ, ასეთ ადამიანებს აწვდიან ინფორმაციას, რომ უმოქმედობით არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. უკეთესობისკენ, თუ უარესობისკენ ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

@cheleboris წადი არჩევნებზე #არჩევნები #foryou #foryoupage #foryourpage #ფორიუ #ფორიუზე #არჩევნები2024 #for ♬ original sound – ბორის “ჩელე” ყურუა

@iraklio_14 🥲წადით ყველა არჩევნებზე #iraklio_14 #ფორიუ #ფორიუზე ♬ оригинальный звук – gigishamil

@natia_t #წადიარჩევნებზე #აირჩიეევროპულიმომავალი ♬ оригинальный звук – gigishamil

შენი აქტიურობა მნიშვნელოვანია, წადი არჩევნებზე.