მთავრობა გასტრონომიის სააგენტოს ქმნის
მთავრობის დადგენილებით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოების შექმნა იგეგმება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ შესაბამის დადგენილებებს ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ორივე სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქმნება და მასზე სახელმწიფო კონტროლს სწორედ ეს უწყება განახორციელებს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ორივე დადგენილება 20 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს


