ახალი ამბები

“ოცდაექვსი” – ამომრჩევლის საარჩევნო უბნამდე მისვლის უზრუნველსაყოფად სპეციალური პლატფორმა შეიქმნა

გადამწყვეტ არჩევნებზე ევროპული მომავლის გასაფერადებლად ამომრჩევლების ტრანსპორტირებას დედაქალაქიდან სხვადასხვა რეგიონებში, ისევე როგორც საზღვარგარეთ მოქალაქეები სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ.

სოციალურ ქსელში არსებულმა ჯგუფმა “წინაპრებმა” სახელი გადაირქვა და 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჯგუფის სახელია “ოცდაექვსი”, სწორედ აღნიშნული ჯგუფის ძალისხმევით 26 ოქტომბერს, საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს დახმარებიან, რომ შეუფერხებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან.

“პლატფორმა 26 შეიქმნა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, კერძოდ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. გავაკეთეთ რეგისტრაციის ფორმა – ფეისბუქზე არის გვერდი 26. ეს ფორმა არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, მაგრამ რეგისტრირებული არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენ ვაორგანიზებთ ავტობუსებს, რომლებიც წავლენ ბათუმში, ზესტაფონში, ხაშურში, ოზურგეთში. ეს მოიცავს სრულიად საქართველოს. არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები.” – აცხადებს პლატფორმა “ოცდაექვსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ორდენიძე.

ჯგუფი ოცდაექვსი შესაბამის სარეგისტრაციო ფორმასაც ავრცელებს.https://forms.gle

ამომრჩევლის საარჩევნო უბნამდე მისვლის უზრუნველყოფაში მონაწილეობს ჯგუფი “დაიცავი”, რომელიც მობილიზებას უწევს მოხალისე მძღოლებს, რომელთაც საწვავი აუნაზღაურდებათ და ასევე მოქალაქეებს სთავაზობს უფასო ტრანსპორტირებას. ამასთან დაკავშირებით, ჯგუფი დაიცავი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს.

,,ერთმანეთს ვეხმარებით საარჩევნო უბნამდე მისვლაში. როგორ? ორი გზით: შემოგვიერთდი მოხალისე მძღოლიების ჯგუფში (საწვავი ანაზღაურდება) #გაგიყოლებ. რეგისტრაცია აქ:  https://forms.gle/Jhx9AXWKqpJAYShbA, ისარგებლეთ უფასო ტრანსპორტით #გამიყოლე (დაფინანსებულია საზოგადოების ერთიანობით!) რეგისტრაცია აქ: https://forms.gle/BdDoiFSQNUwfyufa6. ერთად დავიცვათ ჩვენი საარჩევნო უფლება”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.