18 ოქტომბერს, თელავში მიდეას ოფიციალური ბრენდშოპი გაიხსნა
გათბობა-გაგრილების და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლის და მსოფლიო ლიდერი ბრენდის – მიდეას ფრენჩაიზ მაღაზია უკვე თელავშია.
თბილისის და კახეთის გარდა, მიდეას ბრენდული მაღაზია ასევე წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოში – ქუთაისსა და საჩხერეში.
18 ოქტომბრიდან, თელავის მოსახლეობას ადგილზე გათბობა-გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.
მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, 18-იდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს – სხვადასხვა კატეგორიის შერჩეულ მოდელებზე გავრცელდება 40%მდე ფასდაკლება და ასევე, სასაჩუქრე აქციები, რომლის ფარგლებშიც მიდეას მსხვილი ტექნიკის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სამზარეულოს წვრილ ტექნიკას.
ადგილზე მოსულ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საბანკო განვადებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია TOP|Card-ის 12თვიანი სრულიად უპროცენტო გადანწილების პირობით, რომლის ფარგლებში ნებისმიერი მოდელის შეძენა შესაძლებელია ყოველგავრი გაძვირების გარეშე.
მიდეას ბრენდის და ემტექნიკსის ისტორია:
შპს ემტექნიკსი ბრენდ მიდეას გათბობა-გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში 2007 წლიდან.
2013 წლიდან ბაზარზე ოპერირებს შპს ემტექნიკსის სახელით და დღეს დღეობით არის ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოს მასშტაბით.
კომპანიას გააჩნია ავტორიზებული სერვის ცენტრი და ემსახურება მომხმარებელს ორიგინალი ნაწილებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც შეეხება თავად ბრენდ მიდეას გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
მიდეას ბრენდი დაარსდა 1968 და 56 წლიანი განვითარების საფუძველზე, გადაიქცა საერთაშორისო ტექნოლოგიების წამყვან კომპანიად, დღემდე აგრძელებს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ მიდეა საქართველო აგრძელებს საცალო ქსელის გაფართოებას და ძალიან მალე თბილისში მეორე და ბათუმში პირველი შოურუმის გახსნას აპირებს.
(R)