ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, გრძელდება ალავერდის ტაძრის გუმბათის სტრუქტურის კვლევა, რის საფუძველზეც შემუშავდება ჯვრის აღმართვის პროექტი.
სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საჭირო გახდა გადახურვის ზედა ნაწილის გახსნა. სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ჯვრის დასამაგრებელი ხის კონსტრუქციები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს.
,,სამონასტრო კომპლექსში გრძელდება საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოებიც”.