ქიმწმენდის ობიექტებს რეგისტრაცია მოუწევს
დღეიდან ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ქიმწმენდის ობიექტებს რეგისტრაცია მოუწევს.
აღნიშნულს „ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს როგორც „ქიმწმენდის საწარმოდ“.
ამასთან, ქიმწმენდის საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო წესით გამოყენების, მოვლისა (გაწმენდა და რეცხვა) და შენახვის პირობები. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირის პერიოდული სამედიცინო შემოწმება.
დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.