როგორი ამინდი იქნება ხვალ – 2 სექტემბრის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2 სექტემბერს, საქართველოში პროგნოზირებულია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
აღმოსავლეთ საქართველოში, აქ ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა კი ასეთი იქნება: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +11, +16°,დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +7,+12°, დღისით +18, +23°, ზოგან +29°-მდე.