გურჯაანში მევენახეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
მევენეხეებმა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალიდან გურჯაანის მიმართულებით გადაინაცვლეს და რამდენიმე სოფელი ტრანსპარანტებით გაიარეს.
მთავარის ცნობით, ისინი ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, რომ ყურძენზე დაწესებული მინმალური ფასი მათთან ერთად გააპროტესტონ.
დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავს და კგ რქაწითელზე 1, 50, საფერავზე კი – 2 ლარის დაწესებას ითხოვს. მათთან რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტმა თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლოს.
„ყურძენს თუ ნორმალურ ფასად არ ჩაიბარებენ, არ გამოვრიცხავთ რომ პარლამენტის წინ დავყაროთ. მთელი კახეთი გამოვა და გვერდში დაგვიდგება”.