ახალი ამბები

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთზეა ჩასატარებელი.

,,შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში შედის: მოსამზადებელი სამუშაოები; ბაზის მოწყობა სამშენებლო მოედანზე; მიწის ვაკისის მოწყობა; რკინაბეტონის ღარის მოწყობა; რკინაბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული სახიდე გადასასვლელების შეკეთება; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; გზის კუთვნილება და მოწყობილობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარია”.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე რთული, მაღალმთიანი რელიეფის გამო, ხშირად ხდება გზის სავალ ნაწილზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლა და ქვათაცვენა. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება.