ახალი ამბები

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კარიბჭე-სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები. გრძელდება ანტისეისმური სარტყლის მონტაჟიც.

,,არმირებული სარტყლის დასრულების შემდეგ დაიწყება ბეტონით გამაგრების სამუშაოები, ხის კონსტრუქცია კი დამუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მოიხსნება დაზიანებული თუნუქის სახურავი და მოეწყობა ახალი საბურველი.
დასრულდა წმ. გიორგის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე ჰიდროსაიზოლაციო ფენილის დაგება და უახლოეს მომავალში მასზე კრამიტის ახალი საბურველი მოეწყობა. საკათედრო ტაძრის გუმბათზე სპეციალისტთა უშუალო ზედამხედველობით გრძელდება საფრის აზომვითი-საფიქსაციო სამუშაოები”.