ქარიშხალმა და სეტყვამ ახმეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაისეტყვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.
სოფელ საკობიანოს მცხოვრებლები knews-სთან ამბობენ რომ სახლებს სახურავები გადახადა.
,,ხეს ფოთოლი არ შეარჩინა. სოფელში ხეებია წაქცეული. დაისეტყვა და დაიტბორა ნათესები”.
Knews-ს ინფორმაციით, ზარალი მიადგა სოფლებს: მატანი, წინუბანი, კუწახტა, ყვარელწყალი. ადგილობრივები ამბობენ რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
,,ეზოებში ხეები მოგლიჯა, განადგურდა ბოსტნები, ბაღჩეული, ყველაფერი. დენი არ გვაქვს, ვართ სიბნელეში. ქარიშხალს ახლდა სეტყვა, მეზობლების სახლებსაც გადახადა სახურავები. ქარიშხალი იყო თუ ქარბორბალა არვიცი”.
ახმეტა, სოფელი საკობიანო
Pingback: ახმეტაში სტიქიის შედეგებს ითვლიან | knews.ge