ახალი ამბები

ხვალიდან ახმეტაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ხვალიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი და განრიგი უკვე განსაზღვრულია.

,,24 აგვისტოს, სატესტო რეჟიმში იმოძრავებს ერთი ავტობუსი და სატესტო მუშაობის პერიოდში მგზავრობა იქნება უფასო. ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებს და მოქალაქეებს, კომფორტულ სერვისს შესთავაზებს”.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, 1.50 ლარით განისაზღვრა. ხოლო შეღავათიანი ტარიფი 0,75 ლარით. მატანში მგზავრობის საფასური განისაზღვრა 0.80 ლარით, ხოლო შეღავათიანი ტარიფი მატნის მოსახლეობისთვის 0.40 ლარით.

შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებენ:

• პენსიონერები;
• შშმ პირები;
• მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები);
• სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
• ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალ დაკარგული პირები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
• ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები;
• კოლეჯ ,,აისის“ ქვემო ალვნის ფილიალის სტუდენტები;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები;

მგზავრობის საფასურის გადახდა განხორციელდება სამგზავრო ან საბანკო პლასტიკური ბარათით.

24 აგვისტო- სატესტო მარშრუტის განრიგი (გასვლა ახმეტის ავტოსადგურიდან).

1. 07:30 სთ.-ქისტაური-ზემო ხოდაშენი-ოჟიო-ქვ.ალვანი-მაღრაანი-ზემო ალვანი-ახმეტა.
2. 10:00 სთ-ახმეტა-ზემო ალვანი-ქვემო ალვანი-მაღრაანი-ოჟიო-ზემო ხოდაშენი-ქისტაური-ახმეტა.
3. 14:00 სთ-ქისტაური-ზემო ხოდაშენი-ოჟიო-ქვ.ალვანი-მაღრაანი-ზემო ალვანი-ახმეტა.
4. 18:00 სთ-ახმეტა-ზემო ალვანი-ქვემო ალვანი-მაღრაანი-ოჟიო-ზემო ხოდაშენი-ქისტაური-ახმეტა.

მოძრაობის მარშრუტების და ტარიფების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ გვერდზე.