ახმეტაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ალექსი ფიცხელაურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს დილიდან ითვლიან.
knews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სახურავის გარეშე დარჩა დაახლოებით 20-მდე სახლი. დაისეტყვა ვენახების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ზიანი, ძირითადად, პანკისის ხეობაში შემავალ სოფლებს მიადგა.
,,განადგურდა ყველაფერი სოფლებში, ბოსტნეული, ხილი, სავარგულები. ფაქტობრივად, ეხლა ისეთი პერიოდია რომ ყველაფერი დასაკრეფი იყო და ბოლომდე გაანადგურა ქარიშხალმა და სეტყვამ”.
ადგილობრივები ამბობენ რომ მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.
,,ასეთი სტიქია არ გვინახავს, მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა და ჩახერგა. ასევე, ელექტროენერგიის ბოძებიც. იქნებ დამცავი ბადეები გვიყიდონ რომ დავიცვათ ჩვენი სავარგულები”.