ახალი ამბებიბლოგები

თუშური მითოლოგიის და ლეგენდების კვალადაკვალ- ბლოგი

საქართველოს ყველა კუთხეში შევხვდებით მითოლოგიურ პერონაჟებს, ზოგი მათგანი კეთილია, ზოგი ბოროტი, თითოეულ მათგანს რაღაც დანიშნულება აქვს და ადამიანებს ხშირად სწამთ მათი არსებობის.

განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, შემორჩენილია წარმართული რიტუალები, რომელიც მითოლოგიურ გმირებს უკვშირდებათ ან მათ ეძღვნებათ. ერთი-ერთი გამორჩეული კუთხე, რიტუალური მრავალფეროვნებით, არის თუშეთი.

სადაც ერთმანეთს ერწყმის ქრისტიანული და წარმართული წეს-ჩვეულებები. უძველესი ლეგენდების რეალურად  არსებობის ადამინებს სჯერათ და ზაფხულობით,  თუშეთის სოფლებში, ცეცხლის პირას, ერთმანეთს უყვებიან  გაუგონარ და წარმოუდგენელ ამბებს კოპალაზე, დორაისხეველზე, თებჟორიკებზე.

თითოეული პერსონაჟი, გოგოების გოგო და ბიჭების ბიჭია. ქველი, შეუპოვარი, ონავარი, დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით.

თუმცა, არსებობენ ეშმაკეული პერსონაჟეები, რომელთაც თუშები ხიბა-კუდიანებს უწოდებენ, ასეთებია, შუშანქალი, ზერება, ჰაგუდა,ჩეფშიტა და სხვა. მათი მეთაურია დორაისჴეველი    რომელიც ჩიღოს და დართლოს ხევის მახლობლად ბინადრობს.

თუშებს სჯერათ, რომ  ეშმაკეული არსებები იანვრის მთვარის მესამე ფაზაში აქტიურდებიან და თვის ამ კვირას ,, კდინის კვირაეს“ უწოდებენ. ახალგაზრდები, აჯავრებენ ბორიტ ძალებს, მათ ნაირად იცვავენ, ბაძავენ სიარულში.

ცალკე ტარდება რიტუალი ეშმაკ-კუდიანთა გასასტუმრებლად,  ოჯახები ამზადებენ სუფრას, უმასპინძლდებიან, სანამ მიღმიერ სამყაროში გადაინაცვლებენ. აღსანიშნავია, რომ თუშებს აქვს სხვა რიტუალიც ,,მკვდართ მოე“  თვლიან, რომ კონკრეტულ რიცხვებში, მათი გარდაცვლილი ნათესავების სულები ოჯახში ბრუნდებიან და აუცილებლად კარგად უნდა დაუხვდნენ, ცალკე ამბავია მათი უკან გასტუმრების რიტუალი.

სოფელ გირევში, არის ციხე-კოშკი, რომელიც ალქაჯების, თებჟორიკების სახელს უკავშირდებათ. ადამიანები ყვებიან, რომ ხშირად უნახავთ უცნაუი არსებები კოშკში. თებჟორიკა, ონავარი, მოუხელთებელი არსებაა,  რომელიც ხალხს აწვალებს, თუმცა შევხვდევბით გადმოცემებს, ბოროტ თებჟორიკებზე, რომელთაც შეუძლიათ ზიანის მიყენება.

თუ თებჟორიკას დაიჭერ, ის შენი დამხმარე გახდება და ზებუნებრივი ძალებით წარმოუდგენელი ამბების დატრიალება შეუძლიათ.

ავსულებთან მებრძოლი კეთილი სულია იახსარი, რომელსაც ადამიანები დასახმარებლად უხმობენ, თუ ეშმაკეულ არსებებს ვეღარ უმკლავდებიან საკუთარი ძალებით.

თუშეთში შეხვდებით სხვადასხვა წარმართულ კერპებს და ღვთაებებს, ასეთია მაქც-ფათერაკის სალოცავი, სადაც სხვერპლს სწირავენ თუ ადანიანი ხშირად ეხვევა ფათერაკებში.

არავის აქვს ზუსტი პასუხი, მართლა არსებდნენ თუ არა დაბალვიბრაციული არსებები, იქნებ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა ფაქტია, რასაც დაიჯერებ ყველაფრის არსებობა შეიძლება.

 

ფოტოები: დათო სიმონია