ფსიტის ციხე და ფიქრები ფსიტისხევის პირას- ფოტოები
სალომე აზიკურის ჩანახატი ფსიტის ციხის ლაშქრობიდან:
“თეთრი წყლების აღმოსავლეთით თუ წახვალთ ფსიტისხევის მარჯვენა ნაპირას, დაინახავთ ქლდოვან ქედს, რომელსაც ,,ფსიტის ციხეს” უწოდებენ. სახელწოდება სავარაუდოდ “ფშატი” მცენარის სახელიდან მომდინარეობს, ასევე ჩვენი მითოლოგიური გმირის, მედეას ძმას – აფსირტე ერქვა. სახელწოდების გარდა მისი არქიტექტურით და რელიეფით ადვილად მისახვედრია, რომ ციხეს და მის შემოგარენს საუკუნეთა განმავლობაში მნიშვმელოვანი ფუნქცია და დატვირთვა ჰქონდა, როგორც თავდაცვითი ასევე რელოგიური კუთხით, ამის მანიშნებელია ისიც რომ ციხის შეკეთება მუდმივად ხდებოდა. მნიშვნელობის მიუხედავად, ძალიან მცირეა ისტორიული მასალები. პირველ ცნობას კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის საბუთებში ვხვდებით.
დროთა მდინარებისგან, ციხე და მასთან მისასვლელი გზა უკაცრიელია, ერთ დროს მნიშვნელოვანი ძეგლი, ახლა დანგრევის პირასაა. არა მარტო ციხეს არამედ ბუნებასაც დააჩნდა უადამიანობა. როდესაც სალაშქრო ჩანთას ვალაგებდი, ვიცოდი რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდა. გაუვალი და დამღლელი გზის მიუხედავად, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მთავარი დანიშნულების ადგილია, მაგრამ მთავარი გზაა, რომელსაც მიყვები, გზა-თავისი თავგადასავლებით, გზის აცდენით, სწორი გზის პოვნით, სირთულით, დაღლით და სიხარულით. ციხეზე ასვლით გავიწყდება უკან რაც მოიტოვე და შედეგით ტკბები. ყველა ლაშქრობა ცხოვრებას ჰგავს და ჩვენს ცხოვრების მიზნებს, ვიღაცისთვის კი უმიზნო ცხოვრებაში ლაშქრობა იქცევა მიზნად, ალბათ ამიტომ ,,იწამლება” ყველა ვინც ერთხელ მაინც გაუგებს ლაშქრობას გემოს. ვიჯექი ,,ფსიტის ციხის” კედესთან და ვფიქრიბდი ადამიანებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ თავისუფლებისთვის. რომ შეიძლებოდეს მატრიცის გარღვევა და შესაძლებლობა მქონდეს მათთან შეხვედრის რას ვეტყოდი?
მათ რომ სცოდნოდათ რად იქცეოდა ციხე, სად წაიყვანადა გზა….მოვახერხებდით კი ჩვენს ბედს გავქცეოდით თუ ის რაც ღრმადაა ჩვენში ჩამარხული უხილავი ხელით გვიბიძგებს დასასრულისკენ, როგორც ამ ციხეს და თითოეულ ქვას. ამ ცას ახლა, რომ ვუყურებ და ამ ბალახზე სადაც ვწევარ საუკუნეების წინ სხვა ეხებოდა და სხვა უყურებდა, ესაა ჩემი ფიქრის საგანი და რას ფიქრობდნენ ისინი მაშინ, იმ დროში, რიდესაც დედამიწას კერძო საკუთრება არ ერქვა, ქედს ვიხრი შენს წინაშე ფსიტის ციხევ და მისო საზოგადოებავ,როდესაც არც ტომის ბელადი არსებობდა და არც ქურუმი.ქედს ვიხრი ყველა იმ ხის წინაშე,რომელიც აქ დგას.ქედს ვიხრი იმ წერილებისადმი,ადრე რომ სწერდნენ ერთმანეთს შეყვარებულები და წლები ელოდებოდნენ პასუხს ,ქედს ვიხრი წარსულის წინაშე.
მძულს ის ადამიანი პირველად მიწის ნაგლეჯს საკუთრება რომ უწოდა!მძულს ადამიანის ბუნება,რომელის მოთხოვნილებაა მართოს სხვამ,რომელიც ითხოვს გაუთავებელ ბრძოლებს პირველობისთვის.მძულს ისეთი “განვითარება”,სინამდვილეში დიდი ნახტომი რომაა უკან.მძულს ჩემი ადამიანობა…
დეკარტი ამბობდა, იქნებ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სიზმარია,ის კი, რასაც ჩვენ სიზმარს ვუწოდებთ, რეალობაო.მაშინ ეს ყველაზე საშინელი კოშმარი იქნებოდა ,კოშმარებს შორის.მაშინ მე მზად ვარ ვიძინო მარადიულად,ანუ მეღვიძოს სიზმარში-რეალობაში.
მალომე
აზიკური მალომე
დღეს დეკარტები,პლატონები და არისტოტელეები აღარ იბადებიან.დღეს ცუკერბერგების ეპოქაა.
ყველა მოგზაურობას აქვს დასაწყისი, მაგრამ ვისაც მატრიცის გარღვევა შეუძლია თავისი ფიქრებით მაინც, მათი მოგზაურობა სამუდამოა. ლაშქრობა დამთავრდა, მაგრამ დასასრულს აქვს დასაწყისი და ციკლი მეორდება. მომავალ ლაშქრობამდე.”