ამ ეტაპზე არ არის ცნობილი დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო “რთველი 2024”-ს
დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო 2024 წლის რთველს ამ დროისთვის არ არის ცნობილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თვლის, რომ დარგს სუბსიდირება არ უნდა სჭირდებოდეს.
„ვერ ვიტყვი იქნება თუ არა სუბსიდირება, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ღვინოს, ყურძნის მწარმოებელ კომპანიებს არ დასჭირდეთ სუბსიდირება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მევენახე-ფერმერებს, თუმცა თუ იქნება საჭირო შევალთ სუბსიდიით, თუ არ იქნება საჭირო – არ შევალთ. გააჩნია საჭიროებებს. სუბსიდირება რა თქმა უნდა კარგი არა რის. დარგს არ უნდა სჭირდებოდეს სუბსიდირება“.
2023 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მლნ დაიხარჯა.
ინფორმაციისთვის: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაევალა რთველი 2024-ის წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბის შექმნა დაევალა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს, შსს-სა და მევენახეობის ზონებში სახელმწიფო რწმუნებულებს სააგენტოსთვის შტაბის წევრობის კანდიდატების წარდგენა დაევალათ. ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარების პროცესში ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შსს-მ უნდა უზრუნველყოს.
„ღვინის კომპანიები, რომლებსაც განზრახული აქვთ ყურძნის მიღება-გადამუშავება, ვალდებულები არიან ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია რთვლის საკოორდინაციო შტაბში“, – ვკითხულობთ განკარგულებაში.