ახალი ამბები

სად იგეგმება ჰესების აშენება კახეთში

სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაქვეყნა იმ ჰესების ჩამონათვალი, რომელთა აშენებაც შემდეგ ათ წელში იგეგმება. ჯამში, სახელმწიფო 2034 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს. კერძოდ, გადამცემი ხაზების განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, დადგმული სიმძლავრე ათ წელში 10 336 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს. აქედან 7 ათას მეგავატზე მეტი ჰიდროსადგურები უნდა იყოს. 200-ზე მეტი ჰესის აშენება იგეგმება. 2025 წელს ექსპლუატაციაში გაეშვება 2 – სტორისა და ლოპოტას ჰესები.

პერსპექტიული ჰესების ჩამონათვალი კახეთის რეგიონში:

სტორი 1 ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.12.2025 წელი
ლოპოტა 1 ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.12.2025 წელი
ხადორი 3 ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.12.2026 წელი
პალდო ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.12.2027 წელი
ილტო ალაზნის კასკადი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.12.2029 წელი
კაბალი 1 ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.03.2029 წელი
სტორი 3 ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 31.12.2029 წელი
ახალსოფელი ჰესი – ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი: 07.04.2030 წელი