ახალი ამბები

ლაშა ბექაური ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

მან, პირველივე შეხვედრაში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გადავიდა. ლაშამ პირველი დაპირისპირება ბულგარელ მეტოქესთან, ივაილო ივანოვთან გამართა და ვაზარით დაამარცხა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ოლიმპიური ჩემპიონის შემდეგი მეტოქე სამხრეთკორეელი ძიუდოისტი, ჯუიეოპ ჰანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.