ახალი ამბები

საქართველოში ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქსტატის მონაცემებით, 6 თვეში ქვეყანამ 20.4 მილიონი დოლარის ღირებულების 20 539 ტონა პროდუქტი იყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს როგორც რაოდენობრივად, ისე ღირებულებით აჭარბებს.

კერძოდ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც 19.7 მილიონი დოლარის 16 632 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულება 3.6%-ით, რაოდენობა კი 23.5%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს, რომ წელს ქვეყანას იმპორტი გაუიაფდა. საგულისხმოა, რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელშიც აისახა და წელს მზესუმზირის ზეთის ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. სამომხმარებლო ფასების სტატისტიკის თანახმად, ივნისში პროდუქტი წლიურად 14%-ით გაიაფდა.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც იანვარ-ივნისში ზეთი შემოვიდა შემდეგია:

რუსეთი – 17.2 მლნ დოლარი, 18 022 ტონა;
უკრაინა – 2.4 მლნ დოლარი, 1 939 ტონა;
აზერბაიჯანი – 634.1 ათასი დოლარი, 482 ტონა;
უნგრეთი – 108.9 ათასი დოლარი, 59 ტონა;
თურქეთი – 42 ათასი დოლარი, 29 ტონა.

შედარებით მცირე მოცულობით, მზესუმზირის ზეთი ასევე შემოდის: იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან.