ახალი ამბები

ISET – საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში თითქმის 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი

საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება) თითქმის 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი. ამის შესახებ ინფორმაციას “აისეტის” კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.

კერძოდ, საქსტატი მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაბალანაზღაურებად სექტორებში 185 400 ქალი და 39 ათასი კაცი იყო დასაქმებული.

ამასთან, მათივე ცნობით, ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ნიშნავს, რაც ქვეყანაში მეტი დოვლათის დაგროვებას უწყობს ხელს.

ცნობისთვის, საქართველოში დასაქმებისა თუ ხელფასების თვალსაზრისით, ქალებისა და კაცების მდგომარეობა განსხვავებულია და ამაზე ექსპერტები წლებია საუბრობენ. მათ შორის, საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში სხვადასხვა სექტორში დასაქმებული კაცების საშუალო თვიური ხელფასი 2 343.2 ლარია, ხოლო ქალების 1 540 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იზრდებოდა როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ხელფასი, თუმცა მათი გათანაბრება დღემდე ვერ განხორციელდა.