სოფელ კარდენახში წარმოებული ღვინო, კანადის ბაზარზე გამოჩნდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში წარმოებული „დების ღვინო“ მიმდინარე წელს კანადის ბაზარზე გამოჩნდება.
მეღვინეობამ წარმოება 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს აწარმოებენ. კომპანიას ვენახები 3 ჰა-ზე წარაფის მიკროზონაში გვაქვს გაშენებული და წელიწადში 2000-3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აქტიურ მოლაპარაკებებს კანადის ბაზართან აწარმოებენ, ტესტერები უკვე გაგზავნილია და მათგან დადებითი უკუკავშირიც მიიღეს. მეურნეობაში ძირითადად ოჯახის წევრები არიან დასაქმებული, თუმცა სეზონზე დაახლოებით 10 ადამიანს ასაქმებენ.