საზოგადოებრივ-პოლიტკურ მოძრაობას „თავისუფლების მოედანი“ თელავში, მოქალაქეები შეუერთდნენ
საზოგადოებრივ-პოლიტკურ მოძრაობას „თავისუფლების მოედანი“ თელავში, მოქალაქეები შეუერთდნენ.
მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, არჩილ მჭედლიშვილმა, მედიის წარმომადგენლებს, თელაველებით დაკომპლექტებული გუნდი წარუდგინა და ,,თავისუფლების მოედნის” შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მედიის წარმომადგენლებს ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია გოცირიძემ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მიქელაძემაც მიმართეს და იმ მიზანზე ისაუბრეს, რის გამოც მოძრაობას შეუერთდნენ და აქტიურობას გეგმავენ.
პოლიტიკური მოძრაობა – „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა. მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართა, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, პლატფორმაში გაერთიანებული არიან ახალი სახეები და არის ღია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ერთად ბრძოლა.
როგორც მოძრაობის – „თავისუფლების მოედანი” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.