UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა
UEFA-მ, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდში, თამაშის დაწყებამდე ხანმოკლე ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროს, ხოლო თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია 25 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.
როგორც AP news წერს, გადაწყვეტილება UEFA-მ ორშაბათს გამოაცხადა.
ამასთანავე, UEFA-მ „ევრო 2024“-ის თანაორგანიზატორი გერმანიაც დააჯარიმა. კერძოდ, მოედანზე მაყურებლებს კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადასაღებად გასვლის უფლება არ ჰქონდა. დაჯარიმება სწორედ ამ დარღვევას უკავშირდება. მედია წერს, რომ გერმანიის ნაკრები აღნიშნული დარღვევისთვის 20 000 ევროს ოდენობით დაჯარიმდა.
AP-ს ინფორმაციით, 68 625 ევროს და 60 000 ევროს ოდენობით დაჯარიმდა სერბეთი, 63 875 ევროს ოდენობით ხორვატია, 57 375 ევროს ოდენობით ავსტრია. 10 000 ევროთი დაჯარიმდნენ ინგლისი და რუმინეთი მოწინააღმდეგე გუნდის ეროვნული ჰიმნის შესრულების ჩაშლის გამო.