საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: “მადლობა”, “საქართველო”. ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.
ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს” გაიმართება.