სტიქიამ ალავერდის სამონასტრო კომპლექსის შენობები დააზიანა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან ერთად, მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
,,ქარბორბალამ დააზიანა ალავერდის მონასტერი. დაზიანებულია სამონასტრო კომპლექსის ყველა შენობა. ტაძრის სახურავი, მონასტრის ინფრასტრუქტურა და ბაღები “,- წერია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, დაიწყო ზარალის ოდენობის აღწერა, შემდგომი რეაგირების მიზნით.