სოფელ კაბალში, სახლის წინ ქალს მანქანა დაეჯახა- ის ადგილზე გარდაიცვალა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 65 წლის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ქალი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ბოსტნეულს ყიდდა, როდესაც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ქალს შეეჯახა.
დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.