კლინიკებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრათ
2024 წლის პირველი ივნისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა.
ჯანდაცვის ასოციაცია იმ ვალდებულებებს განმარტავს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა დაცვის ოფიცერს დაეკისრება.
“ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, ფიზიკური პირის მიმართვის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სხვა,”- განმარტავენ ასოციაციაში.