თელავში, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
თელავში, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი 50 წლამდე კაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.