დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 5 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს
თელავიდან გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა, ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დედა ადასტურებს.
„დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას”– ამბობს დედა.
ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის წევრები და ახლობლები 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლიბლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.